Beatles First Wives

05 February 2010

All you need is love
All you need is love
All you need is love, love..
..Love is all you need



ბიტლზებიდან პირველი დაქორწინდა ჯონ ლენონი. ეს მოხდა 1962 წლის 23 აგვისტოს ლივერპულში. მისი რჩეული გხლდა Cynthia Powell. მათი დაქორწინება გადაწყდა მას შემდეგ, როცა ჯონმა გაიგო სინტიას ორსულობის შესახებ. იგი ორსულად იყო პირველ და უკანასკნელ საერთო შვილზე(ვაჟზე) Julian_ზე. თავიდან ჯონი მალავდა ქორწინებას. სავარაუდოდ, მას თაყვანისმცემელი გოგონების დაკარგვის ეშინოდა. მისდა საბედნიეროს, არც ამ ამბის გახმაურების შემდეგ შემცირებულა მისი თაყვანისმცემლების რიცხვი. 1968 წელს ისინი დაშორდნენ. როგორც მოგეხსენებათ 1980 წლის 8 დეკემბერს 40 წლის ასაკში ჯონი მოკლეს.




1969 წელს პოლ მაკარტნი დაქორწინდა ამერიკელ ფოტოგრაფზე Linda Eastman.  წყვილი ერთმანეთს შეხვდა კლუბში The Bag O'Nails  სადაც იმართებოდა Georgie Fame კონცერტი. ლინდაც და პოლიც ვეგეტარიანელები იყვნენ და აქტიურად უჭერდნენ მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც ცხოველების უპლებებს იცავდნენ. მათ ყავდათ სამი შვილი Mary, Stella და James. ასევე Heather ლინდას შვილი რომელიც პოლმა იშვილა. მათი ქორწინება 1998 წელს ლინდას გარდაცვალებით დასრულდა იგი მკერდის კიბოთი დაიღუპა.






რინგო სტარი 1965 წლის თებერვალში დაქორწინდა Maureen Cox_ზე. მათ ქორწინებიდან ჰყავთ ორი ვაჟი Zak და Jason და ერთი ქალიშვილი Lee.  მაურენი 18 ხოლო რინგო 24 წლის იყო როდესაც პირველი ბავშვი ეყოლათ. წყვილი 1976 წელს დაშორდა. მაურენი 1994 წელს გარდაიცვალა.





1966 წლის 21 იანვარს ჯორჯ ჰარისონი მოდელ Pattie Boyd_ზე დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს ფილმის A Hard Day's Night კასტინგზე შეხვდნენ. სადაც პატი კასტინგს გადიოდა სკოლის მოსწავლე გოგონას ადგილზე. 1974 წელს მათ შორის განხეთქილების ჩამოვარდნა,რის შემდეგაც პატი საცხოვრებლად მომღერალ  Eric Clapton_თან გადავიდა. 1997 წელს ჯოჯრს ყელის კიბო აღმოაჩნდა. 2001 წლის 29 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.




უფრო დავძველდი...

04 February 2010


დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება,
ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს...
მაღლა არ ამიშვეს...
ჰოდა,
მეც ქვევით დავუყევი კიბეებს.  

ეჰ...
აღმოხდომიათ ათასებს,
მსგავსი და უსიტყვო ბგერები...
ცხოვრება თავისებს აფასებს,
ცხოვრებას არ უყვარს გერები.

ისევ ჩემებურად მოვედე...
ჰო...
ყველას თავისი ომი აქვს...
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
წინ ვიდგამ ერთ ჭიქა კონიაკს.

დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან...
დავბერდი..,
თუ...
უფრო დავძველდი...
ათასჯერ დავიწყე ნულიდან,
ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი. 

თამამი განაცხადი!!

02 February 2010

თამამი განაცხადი!!

მე განსხვავებული ბლოგერი ვარ!!

განსხვავებული ვარ რადგანაც არ ვემორჩილები (ქართული) ბლოგის მარტივ კანონზომიერებებს. მესამე წინადადებაში მესამედ ვახსენებ ჩემს განსხვავებულობას, მაგრამ ნამდვილად განსხვავებული ვარ.

საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და აი მეც ვიწყებ. განსხვავებული ვარ რადგან:

1. არ მინახავს და პოსტი არ დამიწერია ფილმზე Julie & Julia 

2. არ გამიპიარებია Twitter და Facebook და არ დამიკნინებია Одноклассники

3. არ დამიწერია საკონკურსო პოსტი პროექტისთვის ნიჭიერი.

4. არ დამიანონსებია, არ დავლოდებივარ, არ მინახავს და არ დამიწერია პოსტი ფილმზე Avatar


მაშ რაღა ბლოგერი ხარო, – მკითხავთ ალბათ. დიახაც რომ ვარ. ვარ ბლოგერი მაგრამ განსხვავებული.

ჩამოთვლილ პუნქტებზე, რომლებიც ჩემ არაბლოგერობაზე მეტყველებენ, უფრო დაწვრილებით.

ფილმების დრო არ მაქვს. ვცდილობ მაქსიმალურად სწავლით ვიყო დაკავებული. კომპიუტერთან იშვიათად ვახერხებ დაჯდომას. როდესაც ცოტა თავისუფალი დრო გაქვს აღარ გემეტება კომპიუტერთან დასახარჯად.

სოციალური ქსელები არ ყოფილა არასდროს ჩემი სტიქია. მათ გამოჩენამდეც მარტივად, სწრაფად და მოხერხებულად ვეკონტაქტებოდი მეგობრებს. 

ოო, აი ავატარი საერთოდ ცალკე თემაა. როგორც ვთქვი არ მინახავს და არც არანაირი სურვილი არ მაქვს ნახვის. ვერ წარმომიდეგენია რა უნდა იყოს ასეთი განსაკთრებული. ჟურნალისტის დღიურში იყო სიჟეტი მაგ ფილმზე და შეინაარსმაც დიდად ვერ მომხიბლა. ამიტომ არ ვაპირებ ორ–სამ საათიან რიგებში დგომას.



პ.ს.

ეს ისე..

სინამდვილეში ეჭვი მეპარება ბლოგერი ვიყო თანაც განსხვავებული..