Beatles First Wives

05 February 2010

All you need is love
All you need is love
All you need is love, love..
..Love is all you need



ბიტლზებიდან პირველი დაქორწინდა ჯონ ლენონი. ეს მოხდა 1962 წლის 23 აგვისტოს ლივერპულში. მისი რჩეული გხლდა Cynthia Powell. მათი დაქორწინება გადაწყდა მას შემდეგ, როცა ჯონმა გაიგო სინტიას ორსულობის შესახებ. იგი ორსულად იყო პირველ და უკანასკნელ საერთო შვილზე(ვაჟზე) Julian_ზე. თავიდან ჯონი მალავდა ქორწინებას. სავარაუდოდ, მას თაყვანისმცემელი გოგონების დაკარგვის ეშინოდა. მისდა საბედნიეროს, არც ამ ამბის გახმაურების შემდეგ შემცირებულა მისი თაყვანისმცემლების რიცხვი. 1968 წელს ისინი დაშორდნენ. როგორც მოგეხსენებათ 1980 წლის 8 დეკემბერს 40 წლის ასაკში ჯონი მოკლეს.




1969 წელს პოლ მაკარტნი დაქორწინდა ამერიკელ ფოტოგრაფზე Linda Eastman.  წყვილი ერთმანეთს შეხვდა კლუბში The Bag O'Nails  სადაც იმართებოდა Georgie Fame კონცერტი. ლინდაც და პოლიც ვეგეტარიანელები იყვნენ და აქტიურად უჭერდნენ მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც ცხოველების უპლებებს იცავდნენ. მათ ყავდათ სამი შვილი Mary, Stella და James. ასევე Heather ლინდას შვილი რომელიც პოლმა იშვილა. მათი ქორწინება 1998 წელს ლინდას გარდაცვალებით დასრულდა იგი მკერდის კიბოთი დაიღუპა.






რინგო სტარი 1965 წლის თებერვალში დაქორწინდა Maureen Cox_ზე. მათ ქორწინებიდან ჰყავთ ორი ვაჟი Zak და Jason და ერთი ქალიშვილი Lee.  მაურენი 18 ხოლო რინგო 24 წლის იყო როდესაც პირველი ბავშვი ეყოლათ. წყვილი 1976 წელს დაშორდა. მაურენი 1994 წელს გარდაიცვალა.





1966 წლის 21 იანვარს ჯორჯ ჰარისონი მოდელ Pattie Boyd_ზე დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს ფილმის A Hard Day's Night კასტინგზე შეხვდნენ. სადაც პატი კასტინგს გადიოდა სკოლის მოსწავლე გოგონას ადგილზე. 1974 წელს მათ შორის განხეთქილების ჩამოვარდნა,რის შემდეგაც პატი საცხოვრებლად მომღერალ  Eric Clapton_თან გადავიდა. 1997 წელს ჯოჯრს ყელის კიბო აღმოაჩნდა. 2001 წლის 29 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.




უფრო დავძველდი...

04 February 2010


დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება,
ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს...
მაღლა არ ამიშვეს...
ჰოდა,
მეც ქვევით დავუყევი კიბეებს.  

ეჰ...
აღმოხდომიათ ათასებს,
მსგავსი და უსიტყვო ბგერები...
ცხოვრება თავისებს აფასებს,
ცხოვრებას არ უყვარს გერები.

ისევ ჩემებურად მოვედე...
ჰო...
ყველას თავისი ომი აქვს...
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
წინ ვიდგამ ერთ ჭიქა კონიაკს.

დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან...
დავბერდი..,
თუ...
უფრო დავძველდი...
ათასჯერ დავიწყე ნულიდან,
ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი. 

თამამი განაცხადი!!

02 February 2010

თამამი განაცხადი!!

მე განსხვავებული ბლოგერი ვარ!!

განსხვავებული ვარ რადგანაც არ ვემორჩილები (ქართული) ბლოგის მარტივ კანონზომიერებებს. მესამე წინადადებაში მესამედ ვახსენებ ჩემს განსხვავებულობას, მაგრამ ნამდვილად განსხვავებული ვარ.

საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და აი მეც ვიწყებ. განსხვავებული ვარ რადგან:

1. არ მინახავს და პოსტი არ დამიწერია ფილმზე Julie & Julia 

2. არ გამიპიარებია Twitter და Facebook და არ დამიკნინებია Одноклассники

3. არ დამიწერია საკონკურსო პოსტი პროექტისთვის ნიჭიერი.

4. არ დამიანონსებია, არ დავლოდებივარ, არ მინახავს და არ დამიწერია პოსტი ფილმზე Avatar


მაშ რაღა ბლოგერი ხარო, – მკითხავთ ალბათ. დიახაც რომ ვარ. ვარ ბლოგერი მაგრამ განსხვავებული.

ჩამოთვლილ პუნქტებზე, რომლებიც ჩემ არაბლოგერობაზე მეტყველებენ, უფრო დაწვრილებით.

ფილმების დრო არ მაქვს. ვცდილობ მაქსიმალურად სწავლით ვიყო დაკავებული. კომპიუტერთან იშვიათად ვახერხებ დაჯდომას. როდესაც ცოტა თავისუფალი დრო გაქვს აღარ გემეტება კომპიუტერთან დასახარჯად.

სოციალური ქსელები არ ყოფილა არასდროს ჩემი სტიქია. მათ გამოჩენამდეც მარტივად, სწრაფად და მოხერხებულად ვეკონტაქტებოდი მეგობრებს. 

ოო, აი ავატარი საერთოდ ცალკე თემაა. როგორც ვთქვი არ მინახავს და არც არანაირი სურვილი არ მაქვს ნახვის. ვერ წარმომიდეგენია რა უნდა იყოს ასეთი განსაკთრებული. ჟურნალისტის დღიურში იყო სიჟეტი მაგ ფილმზე და შეინაარსმაც დიდად ვერ მომხიბლა. ამიტომ არ ვაპირებ ორ–სამ საათიან რიგებში დგომას.



პ.ს.

ეს ისე..

სინამდვილეში ეჭვი მეპარება ბლოგერი ვიყო თანაც განსხვავებული..





Fake Memories

21 January 2010


დამქანცველი კვირა იყო. იყო იმიტომ, რომ ჩემთვის კვირა ხუთშაბათს მთავრდება. ყველაზე დატვირთული დღეა და მეზიზღება. 

ჩემი ბოლო პოსტი ფილმ 13_ის შესახებ იყო. ვნახე ეგ ფილმი და ძალიან მომეწონა.

დრო ვიხელთე გუშინწინ და პოსტის წერას შევუდექი. ბოლო ეტაპზე ვიყავი ჩემს კომპიუტერს მოულოდნელად ეპილეფსიის მორიგი შემოტევა, რომ დაემართა და მთელი ნაწვალები წყალში ჩამეყარა.



ოო, რა მაგარი საიტი ვიპოვე www.tired.com



ბევრი ითქვა და დაიწერა პროექტზე ნიჭიერი და მის ბრიტანულ ანალოგზე Britain's Got Talent . Susan Boyle_მა საქართველოც დაიპყრო. გახდი ნიჭიერის ბლოგერიო. ოო, არ გავხდები. მე Britain's Got Talent_ის ბლოგერი უნდა გავხდე!!

Connie Talbot უსაყვარლესი გოგონა. 2007 წლელს მიიღო მონაწილეობა შოუში და მეორე ადგილი აიღო .



Kaitlyn Maher საყვარელიი

სადაც ახსენებ ამ შოუს. ხომ წარმოუდგენელია არ იყოს საიმონი.

ჰაუსის გუშინდელ სერიას ვუყურე და შევრძწუნდი. იმედია დღეს იქნება:|

აუ, რეები ვიბოდიალე მომიტევეთ თუ შეიძლება რადგან 


13 [Tzameti]

17 January 2010



ჟანრი: ტრილერი, კრიმინალური 
გამოშვება: 01 სექტემბერი 2005
რეჟისორი: გელა ბაბლუანი
როლებში: ოგუსტენ ლეგრანი, ორელიენ რეკუანი, გიორგი ბაბლუანი, პასკალ ბონგარდი, ფრედ ულისე, ნიკოლია პინიონი


ფილმი აღწერს ოცი წლის სებასტიანის ცხოვრებას, რომელიც სამშენებლო სამუშაოთი არჩენს მის ქართულ იმიგრანტ ოჯახს ჩრდ. საფრანგეთის ზღვისპირა დასახლებაში. მას სახლის სარემონტოდ ქირაობს მამაკაცი სახელად გოდონი, რომელიც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ნარკომანია. გოდონის დოზის გადამეტებით გარდაცვლის შემდეგ, მისი ქვრივი სებასტიანს ატყობინებს, რომ ნამუშევრის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. სებასტიანი ყურმოკვრით იგებს გოდონის დავალებაზე, რომელიც მას სიკვდილის გამო შეუსრულებელი დარჩა, თუმცა ამ საქმის დეტალების არაფერი იცის. ის იპარავს კონვერტს საქმის ინსტრუქციებით. კონვერტში მატარებლის ბილეთია პარიზში, სასტუმროს ჯავშანი და ნიშანი 13. სასტუმროში ჩამოსულს უცნობი ურეკავს და დამატებით ინსტრუქციებს აძლევს. დანიშნულების ადგილას მისულ სებასტიანს მძღოლი ხვდება და მიჰყავს დავალების ადგილას, სადაც ის სწრაფად ხვდება ამ დავალების შინაარსს თუმცა უკან დახევის შანსი უკვე აღარ აქვს.

ფილმი არის შავ–თეთრ ფერში

16x9 გაფართოებით

არის 90 წუთიანი

ჯილდოები:

  • მიღებული აქვს მსოფლიო კინოს ჟიურის პრიზი 2006 წლის სანდენსის კინო-ფესტივალზე.
  • ორი ჯილდო ვენეციის 62-ე კინო ფესტივალზე.
  • კინოკრიტიკოსთა ასოციასიებმა Empire, Total Film და UNCUT ფილმს 5-დან 4 ვარსკვლავი მიანიჭა.

შეფასებები:

  • “Unforgettable”- METRO
  • “A gruesome existential thriller!”- Antony Kaufman, Time Out NY
  • “Shockingly Good”- GQ
  • “You have to see it to believe it!”- Premiere Magazine
  • “PLAYFULLY WICKED. As a brutal metaphor for the global economy, 13 TZAMETI takes care of business.”- Rob Nelson, Village Voice


ოფიციალური ვებ-გვერდი

გადმოტვირთე

უყურე GOM Player_ით


გავიგე ცამეტის რიმეიქს იღებენ რომელიც 2010 წელს გამოვაო.

როლებს Jason Statham და Mickey Rourke შეასრულებენო.


რაღაც არ მგონია მაგრამ, თუ მაინც ხართ ჩემნაირები და არ გინახავთ ეს ფილმი დღეს უყურეთ იმედზე 00:00 საათზე.


P.S.თოვლი ისევ გვღალატობს, რასაც ვერ ვიტყვით წვიმაზე (რომელიც მძულს)

ჰაიტ!(ი), "French Kiss" & ა.შ.შ

14 January 2010


ჰაიტი მიწასთან გასწორდა. ახლობელი მუშაობდა ჰაიტში. მართლა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. "7-ბალიანი მიწისძვრა ჰაიტის დროით 5 საათზე მოხდა. მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა რამდენიმე ათასს მიაღწიოს.დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში თითქმის ყველა შენობა დანგრეულია, მათ შორის, გაეროს შტაბბინა, პრეზიდენტის სასახლე, სასტუმრო, უნივერსიტეტი და საავადმყოფო. "© კურიერი

ძალიან ხშირად გადის მზეზე, გუშინ, ახალი წლის ღამეს კი იყო პირველ არხზე ფილმი "French Kiss". რაღაც კარგი ფილმია, მომწონს ძალიან. Meg Ryan მონაწილეობს. მიყვარს მეგის ფილმები. ამ ფილმსაც ყოველთვის ვუყურებ, როცა გადის.


ფილმების თემას გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ (მგონი) ერთადერთი "ბლოგერი" ვარ, რომელსაც არ უნახავს ფილმი "Julie & Julia". მიყვარს Meryl Streep თავისი ფილმებითურთ. ვაპირებ კინო ვნახო უახლოეს მომავალში. სავარუდოდ ხვალ.


მეგობრებმა გადავწყვიტეთ გაგვესეირნა. გავისეირნეთ რის შედეგადაც დამრჩა: სასიამოვნო განწყობა,ატკიებული ფეხები, თავი. ბოლო ორი აქამდე მომყვა და ახლაც არ მშორდება.

ამ აბიტურიენტობამ ძალიან მომტეხა. მალე ვიღლები ძაან.

რა იდიოტური სიტუაციაა, როდესაც გატყუებენ, ხვდები, რომ გატყუებენ, თავს იტყუებ და იმათ გონიათ, მოგატყუეს.

ა.შ.შ – ასე შეიძლება შემიყვარდე/შემძულდე

(თქვენი მდგომარეოიდან გამომდინარე რომელიც გნებავთ)


პრინციპის გამო კი არა

იმიტომ რომ ორჯერ ორი ოთხია

და არასდროს არ იქნება ხუთი

გამგები გაიგებს, თუმცა ვერ ნახავს







შემოვდგი ფეხი, მეორე ფეხიც.

  • ახალმა 2010მა ფეხი პირველად პირველ იანვარს შემოდგა. თოთხმეტ იანვარს მეორე ფეხიც მიაყოლა და 2009 წელს კარი სამუდამოდ მიუხურა. იმედია, პირველად მარჯვენა ფეხი შემოდგა და ჩვენც ჩვენი მხრივ გოზინაყი მივაჩეჩეთ. ახალი წლის ფეხის პირველ შემოდგმაზე ვერ მოვახერხე და ახლა შევაჯამებ 2009 წელს და აქვე გაგანდობთ ჩემს სამომავლო გეგმებს.
  • რა მოხდა კარგი და რა ცუდი არ დავიწყებ ამის დეტალურად ჩამოწერას. დარწმუნებული ვარ არავის აინტერესებს. თქვენ კი არა მეც კი არ მაინტერესებს. უბრალოდ ვიტყვი, რომ ,ასე თუ ისე,   მშვიდობიანი წელი იყო. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მოკლედ, ემოციურად დაუტვირთავი წელი იყო.
  • დადგა ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი. ამ წელს უნდა გავაკეთო ის არჩევანი, რომელზეც ჩემი მომავალია დამოკიდებული. ანუ, ვაბარებ. გუშინ ვუსმინე კურიერს და პირველად გამიხარდა, რომ წელს ვაბარებ. ძალიან მინდა და იმედი მაქვს, ჩავაბარებ.
  • ყველას გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ წელს.
  • მალე თოვლი მოვა
  • ავტყდი პილმენი მინდა მეთქი და ეხლა აღარ გავდივარ.
  • თან ისეთი მაგარი რაღაც გავიგეე..
  • წავედიი..